მის: საქართველო, თბილისი, 0186,
ვაჟა-ფშაველას III კვ. 1 კოპუსი, ბინა 37
ოფისი: სადგური ლილო,
ჭირნახულის ქუჩა. თეთრონის ქარხანა
Tel: +995 590 99 10 08
E-mail: info@giko4.ge
პასუხისმგებლიანობა:
ამ თვისების გარეშე წარმოუდგენელია წარმატება და მომხმარებლის კეთილგანწყობა. ტრანსპორტირება საკმაოდ რისკიანი დარგია, ამიტომ პასუხისმგებლობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ჩვენი ერთ-ერთი უპირველესი ფასეულობაც პასუხისმგებლობაა. გიკო4-ის თითოეული თანამშრომელი საკუთარ საქმეს გულისხმიერებითა და პასუხისმგებლობით უდგება.
მომხმარებელზე ორიენტირებულობა:
ჩვენთვის მომხმარებელი არის პირველი საზრუნავი, მომხმარებლის კმაყოფილება და კეთილგანწყობა ჩვენს მიმართ განსაზღვრავს ჩვენი კომპანიის წარმატებას. მომხმარებლის საჭიროებების და მოთხოვნების გათვალისწინება ხდება ჩვენი საქმიანობის ყველა ეტაპზე.
ხარისხიანი მომსახურება:
მაღალი ხარისხის მომსახურება და პროდუქტი უმნიშვნელოვანესია მომხმარებლის კმაყოფილებისათვის. თითოეულ ჩვენი თანამმშრომელი მომხმარებელს მიაწვდია ამომწურავ პასუხს როგორც მასალებზე ასევე გადაზიდვების თაობაზე. მომსახურების გაწევამდე ვცდილობთ მაქსიმალურად გავერკვეთ მომხმარებლის საჭიროებაში და ამ საჭიროების დაკმაყოფილების ალტერნატიული გზები შევთავაზოთ.
თანამშრომლები:
მომსახურების ხარისხი პირდაპირ კავშირშია მომსახურების გამწევთან. ჩვენი მოტივირებული თანამშრომლები თავს არ ზოგავენ იმისათვის, რომ თითოეული თგვენგანი კმაყოფილი იყოს კომპანიის მუშაობით. კომპანიაც თავის მხრივ ხელს უწყობს თანამშრომლებს მოტივაციისა და კეთილგანწყობისათვის, უქმნის რა მათ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, ამაღლებს მათ კვალიფიკაციას შესაბამისი ტრეინინგებით. ნებისმიერ ჩვენს თანამშრომელს ამჟამინდელი პოზიციის მიუხედავად კარიერული წინსვლის დიდი შანსი აქვს.
ინოვაციურობა:
ვცდილობთ შემოვიტანოთ თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებული სამშენებლო-სარემონტო მასალები, ხოლო სახმელეთო გადაზიდვების სფეროში ვემსახურებით EURO 5 კლასის ავტომობილებით და მისაბმელებით.. ინოვაციები საშუალებას გვაძლევს დროისა და სხვა რესურსების დაზოგვის ფონზე ავამაღლოთ მომსახურების ხარისხი.